საკარანტინო ზონიდან ინფექციურში ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანაკლიის საკარანტინო ზონიდან  ინფექციურ საავადმყოფოში, წუხელ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს. 

“წუხელ გვიან ღამით, ზუდგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ხონში მცხოვრები მამაკაცი გადმოიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება. ის რამდენიმე კვირის წინ ბებიასთან იმყოფებოდა გალის რაიონში.(წარმოშობით გალელია) . იგი 29 მარტიდან საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ჩაუტარდა შიდა კვლევები, ჯერჯერობით არ არიც ცნობილი, გაიგზავნება თუ არა მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში. მიმდინარეობს ექიმების დაკვირვება,”-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!