29 ივნისს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე II საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი არტ-კოლხის საზეიმო დახურვა გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ადგილობრივი ასევე ლიტვის, სომხეთის და რუსეთის ქვეყნის წამომადგენლები.
გრან-პრის მფლობელი გახდნენ ლიტველები, ქალაქ იონავას ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლადუტა”. ფესტივალში მონაწილე ყველა ადგილობრივ შემსრულებელსა და მოწვეულს სტუმარებს სიგელები გადასცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ, ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილემ კობა ჯიქიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ.