ინფექციური საავადმყოფოს ახალ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ 


  • ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა,  ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა მიაწოდა.

აღნიშნულ სამ პაციენტს კავშირი ჰქონდა სოფელ ლიაში, 28 მარტს, სტუმრადმყოფ სპორტსმენთან, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამი პაციენტიდან ერთი, ადრევე დააბრუნეს საკარანტინო ზონაში, ორს კი, ახლა, ლუგარიდან მიღებული უარყოფითი პასუხის შემდეგ დააბრუნებენ, რადგან მათ კავშირი ჰქონდათ კორონავიდით დაინფიცირებულ პიროვნებასთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 − 7 =

Akismet ანტისპამი