- იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
“იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! როგორც იცით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები”. ბილეთები 2 დღით ადრე გაიყიდება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე! https://www.georgian-airways.com გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები: მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი
(სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან”,-ნათქვამია ინფორმაციაში.