ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან წუხელ, გვიან ღამით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, კიდევ ერთი პაციენტი, შუახნის მამაკაცი მოათავსეს. 

“ამ დროისთვის კლინიკაში ჩვენთან რჩება 7 პაციენტი, აქედან ორი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ოთხი ერთი ოჯახიდან, ანუ ცოლ-ქმარი და შვილები, რომელთაც სავარაუდოდ დღეს გავწერთ. და ბოლოს, მამაკაცი, რომელიც წუხელ იქნა შემოყვანილი და მისი ბიოლოგიური მასალა იქნა გადაგზავნილი ლუგარში. პასუხი დღეს გახდება ცნობილი”,-ამბობს მედიასთან ზუგდიდის ინფეექციური საავადმყოფოს პრესსამსახური.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − 9 =

Akismet ანტისპამი