ჩიქოვანი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან შეზღუდვები, რომელიც 21:00 საათიდან ამოქმედდება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს, აფრთხილებს მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვის წესები.

“იწყება ე.წ კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, იმას, რომ დღეს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ დილის 06:00 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის: პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს საღამოს 21:00 საათიდან, ანუ ერთ საათში ამოქმედდება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!