- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას აღენიშნება ცხელება და ხველა. არის სუნთქვის უკმარისობის პრობლემაც.
“პაციენტს უტარდება შესაბამისი კვლევები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობაც სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევები და პაციენტთა მომართვიანობა გუშინდელი დღის მერე არ დაფიქსირებულა”.-ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.
საავადმყოფოში ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ორი პაციენტი რჩება. ორივეს კორონავირუსი დაუდასტურდა.