- საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას, თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეზღუდვების ეფექტური აღსრულება ქვეყნის ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„ამ შეზღუდვების ეფექტური აღსრულება და რაც მთავარია ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფოს, მოქალაქეს და ნებისმიერი ამ ქვეყნის სოციალური ჯგუფის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი რომელიც აქამდე გვქონდა გავაგრძელოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.