- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულია ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება-ცხელება და ხველა.
“როგორც პაციენტი ამბობს, ის მუშაობს ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან, რომლებთანაც უწევს მუშაობა. ქალბატონი არ ყოფილა თვითიზოლიაციაში. როგორც კი დაეწყო ცხელება და ხველა, მან მიმართა ინფექციურს, სადაც უტარდება ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, შემდეგ კვლევებზე”,-ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.