- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ინფექციურ საავადმყოფოში, ქალაქ გალის მკვიდრი, ფახულანი საბერიოს ე.წ ბლოკპოსტიდან იქნა გადმოყვანილი, 50 წლის ქალბატონი, რომელსაც აქვს ვირუსული სიმპტომები, ცხელება, ხველა.
“ის უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა არის ამ დროისთვის სტაბილური. სავარაუდოდ, ანალიზები ხვალ, ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, თუმცა უფრო მეტ ინფორმაციას, აღნიშნულ პაციენტზე ხვალ ბრიფინგზე მოგახსენებთ”.-ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.