ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში დისტანციის დასაცავად ადგილები მონიშნეს


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და დაავადებათა ცენტრის რეკომენდაციით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულად შესრულდა რეკომენდაციები. 

ტაძარში სპეციალური ნიშნებით იქნა მონიშნული, რომლის დისტანცია არის 2 მეტრი. “გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და წესი. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”.-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eighteen − 1 =

Akismet ანტისპამი