- საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალის საშინაო არენა, „სანტიაგო ბერნაბეუ“ სამედიცინო ცენტრად გადაკეთდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სტადიონი სამედიცინო მასალებისა და აღჭურვილობისთვის ერთგვარი საწყობი იქნება, საიდანაც შემდეგ კლინიკებში გადანაწილდება.
გარდა ამისა “მადრიდის რეალი“ უზრუნველყოფს სპორტის სექტორის წარმომადგენლებისგან შემოწირულობების შეგროვებას, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება.