- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში შემოყვანილია პაციენტი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან.
“ის შემოიყვანეს მაღალი ტემპერატურით და ხველების ჩივილით და ამ წუთებში, უტარდება შესაბამისი კვლევები. ხვალ დილით გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია გითხრათ”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქობულეთელ მამაკაცს ხვალ ეწურებოდა კარანტინის ვადა.