ზუგდიდში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა


  • ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ მედიასაშუალებებთან საუბარში განაცხადა, რომ პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს საღამოს მიიღეს. “რაც შეეხება პაციენტის ზოგად მდგომარეობას, მას ტემპერატურა აღენიშნება თუმცა სტაბილურადაა”.

დეტალების დაზუსტება “ზუგდიდელებმა” ნანა ოდიშარიასთან ტელეფონით სცადა, მაგრამ მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. ჩვენი ინფორმაციით, მან ამ თემაზე არც სხვა სააგენტოების ზარებს უპასუხა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!