- პრინც ჩარლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნა.
განცხადების მიხედვით, ის შოტლანდიაში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
“უელსის პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ჰქონდა სუსტი სიმპტომები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას”, – წერია განცხადებაში.