- დღევანდელ ბრიფინგზე, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, რომ ხვალიდან დაიწყება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება მშობლებისთვის.
“თქვენ იცით, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არის 4172 აღსაზრდელი, თითოეული მათგანი მიიღებს თავიანთ ულუფას, ეს იქნება ორი კვირის მარაგი. ორი კვირის შემდგომ, ისევ განახლდება ეს პროცესი. მინდა აღვნიშნო, რომ დისტანცირება, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული. მშობლების მოსვლა ბაღებში მოხდება გარკვეული გრაფიკის მიხედვით და ჩვენ ამით, კიდევ ერთხელ, ავარიდებთ ჩვენს მოქალქეებს დამატებით რისკებს აღნიშნული ვირუსის გავრცელების. პროცედურები მაქსიმალურად იქნება დაცული”.