რეგიონში 250 მოხალისეა მობილიზირებული


  • მხარის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, რეგიონში ამ ეტაპზე, 250 მოხალისეა მობილიზებული, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს.

“მოხალისეები უკვე ჩაერთვნენ უფასო სასადილოებიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საკვების შინ მიტანის პროცესში, ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში. რეგიონის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს გადაეცემათ სასურსათო კალათა, სადაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტი შედის. მისი დარიგების პროცესში ასევე ჩართული იქნებიან მოხალისეები. ჩვენ მოხალისეთა დამატებით ბაზებს ვქმნით და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დამატებითი ადამიანების გამოყენება ამ მიმართულებით“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!