- გაერო 2020 წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს ასახელებს. კვლევას, რომელიც სულ 156 ქვეყანაში ჩატარდა, 6 ინდიკატორი ჰქონდა, რის მიხედვითაც ქვეყნის ბედნიერების ინდექსი დგინდება. ეს ინდიკატორებია: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, თავისუფლება, მასპინძლობა და კორუფციის დონე.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-3 წელია უცვლელად ფინეთი იკავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში სკანდინავიის/ნორდიკული ქვეყნები ლიდერობენ.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ფინეთი, დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია.
კვლევის მიხედვით, 2020 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყანას შორის საქართველო 117-ე ადგილზე მოხვდა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი -89-ე, თურქეთი -93-ე, ხოლო რუსეთი 73-ე ადგილზე იმყოფება.