მარიამ ქუთელიას პირველი საჩუქარი


13 ივნისს სტიქიის მსხვერპლი ზუგდიდელი გოგონა მარიამ ქუთელია საკუთარ სახლში გუშინ ჩამოასვენეს. “ზუგდიდელებმა” მიუსამძიმრა დაზარალებულის ოჯახს.  მეზობლები, ახლობლები, ვინც პატარაობიდანვე იცნობდნენ მარიამს, დიდი სიყვარულით საუბრობდნენ მასზე.გაიხსენეს მარიამის ბავშვობა. აღმოჩნდა, რომ მისი ცხოვრების გზა ტკივილიანი ყოფილა,-ადრე დაობლებულა.  მარიამს და მის დას  დედა და მამიდა ზრდიდნენ. მამა მხატვარი ყოფილა და ადრე გარდაცვლილა. ცხოვრების რთული გაკვეთილების მიუხედავად, გოგონა მტკიცე ხასიათის ყოფილა და არასდროს ნებდებოდა სირთულეებს.  ცდილობდა სწავლით მიეღწია წარმატებებისთვის, რაც ნამდვილად  მოუხერხებია. მარიამი იყო თურმე ის პირველი სტუდენტი გოგონა, რომელსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერსონალური კომპიუტერი გადასცა. პრეზიდენტის ოთხგზის სტიპენდიანტს  წელს უნდა დაემთავრებინა მაგისტრატურა,- გამოცდა, სწორედ მეორე დღეს – 14 ივნისს ჰქონია, მეგობართან დარჩენილა-ერთად მეცადინეობდნენ. მისი ოცნება, ცხოვრება ადიდებულმა ვერემ ჩაითრია და ჩაიწურა. როგორც ამბობენ, უბედურების ჟამს, მარიამთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა ცოლ – ქმარი. დიდი ხანი უბრძოლიათ გაავებული მდინარისთვის, მაგრამ…

13 ივნისს, სტიქიამ თბილისს გული ამოაცალაო,- ამბობენ. ამ სტიქიამ, მარიამის და იმ საღამოს დაღუპული მოქალაქეების სახით, ბევრი ადამიანის ცხოვრებასაც ამოაცალა გული.

ლუკა კიტია,

ქეთი ჯეჯელავა,

ელენე ჯღამაია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!