უკრაინაში 100 000 პირბადის მოპარვისთვის 3 ადამიანი დააკავეს


  • უკრაინის პოლიციამ 100 000 სამედიცინო ნიღბის მოპარვისთვის სამი პირი დააკავეს. 

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები 13 მარტს, თავს დაესხნენ სამედიცინო ნიღბების დისტრიბუტორებს და იარაღის მუქარით, მილიონი გრივენის ღირებულების საქონელი გაიტაცეს.

სამივე დაკავებული კიევიში მცხოვრები პირია.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დადასტურებული, ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ქვეყანაში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. სამ ქალაქში, მათ შორის კიევში, დაიხურება მეტრო. აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!