- 18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 2 კვირით იკრძალება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით.
“საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ ექნებათ საშუალება გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები. ამ მიმართულებებზე საგარეო საქმეთა მინისტრი დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.