- კორონავირუსის პრევენციამ კიდევ ერთი საკითხი დააყენა დღის წესრიგში-სახლში დარჩენილ ბავშვთა სწორი კვება, რომელსაც ბევრი ოჯახი ვერ მოახერხებს თუ მათი შვილი ბაღში აღარ ივლის.
მიიღებენ თუ არა სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ზუგდიდის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, იმ არამალფუჭებად პროდუქტს, რომელიც მიმდინარე არადადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო მათი კვებისთვის, ? – ამ შეკითხვით მიმართა “ზუგდიდელებმა”ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს კონსტანტინე კაკავას, როგორც ამ სფეროს კურატორს. მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერი ხვალ გააკეთებს განცხადებას და არ აკონკრეტებს ჩვენთან დეტალებს.
“ზუგდიდელებთან” საუბარში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძრვანელმა ხათუნა თოლორაიამ კი გვითხრა, ხვალ დილით, 10 საათზე, მერთან გაიმართება თათბირი სადაც გაირკვევა ეს საკითხიც.
“ზუგდიდელებმა” სარწმუნი წყაროდან იცის, რომ ეს თემა, ხვალ დილით, მერიაში, თათბირზე სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება, რომ ზუგდიდელი ბავშვებიც, თბილისელი თანატოლების მსგავსად, თავიანთ წილ არამალფუჭებად პროდუქტს, რომელიც არდადეგების პერიოდში მათთვის უნდა დახარჯულიყო, მიიღებენ სახლში. ზუგდიდშიც განმეორდება ის პრაქტიკა, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ გაახმოვანა დღეს.