ზუგდიდის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. გადაწყვეტილება არ შეეხება ზუგდიდის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს.

“ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას. 16 მარტიდან: შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა. დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ”,-ნათქვამია განცახდებაში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები შემდეგ ტელეფონის ნომრებზე მიიღონ: 591 44 75 46, +995599154025, +995591445320, 599525238 ელ ფოსტა: zugdidismeria@gmail.com

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: zugdidismeria@gmail.com აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!