43.450 ლარი შადრევნისათვის


  აქტიურად მიმდინარეობს შადრევნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სავარაუდოდ შადრევნის აღდგენა ორ თვეში უნდა დასრულდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით „ზუგდიდელებთან“ საუბრობს ქალაქ ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსხურის პროექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის განყოფილების უფროსი.დავით ბერულავა: „შადრევნის რეკონსტრუქციის პროექტი გასულ წელს მომზადდა . სამუშაოები 15 ივნისს დაიწყო და 60 დღის ვადაში უნდა დამთავრდეს. აღნიშნულ პროექტში ტენდერი ოთხჯერ გამოცხადდა, მაგრამ არც ერთ კომპანიას მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით, მოთხოვნები შევამსუბუქეთ და ამჟამად ტენდერში გაიმარჯვა შ.პ.ს. „მონოლითმა“, შადრევნის რეკონსტრუქციისთვის დაიხარჯება 43.450 ლარი. მთლიანად იცვლება ზედა ფენა, ახალი წრიული ფორმებით და რამდენიმე ადგილზე ამოდიოდეს იქნება შადრევანი“. ჩვენ საზოგადოებას რეკონსტრუქციის დაწყების დღესვე მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რომელსაც სხვათაშორის, ერთი საკმაოდ  საგულისხმო გამოხმაურება მოჰყვა, რომლის ავტორიც აცხადებს რომ “მაგ თანხით ერთი ადამიანის სიცოცხლეც რომ გადაერჩინათ, ვინც მკურნალობისთვის საჭირო თანხის უქონლობის გამო კვდება, ასმაგად დიდი საქმე იქნებოდა გაკეთებული!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!