ყველაზე ადვილად მიმიკური ნაოჭი თვალებთან ჩნდება. თვალის მოძრაობას ემატება გადაღლილობა და შეშუპება. რა მოვიმოქმედოთ, რომ კანი ისევ ელასტიკური გახდეს, ხოლო იერი – ახალგაზრდული?
რა აჩენს ნაოჭებს:
• მოწევა და ალკოჰოლი
• აკნე
• მზეზე დიდხანს ყოფნა
• ტრავმა და ოპერაცია სახეზე
• მავნე ჩვევა – თვალების მოჭუტვა
• სტრესი და უძილობა
• ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების ნაკლებობა
როგორ მოვიქცეთ:
1.მ ოარიდეთ თვალები მკვეთრ მზის შუქს: მიმიკური ნაოჭების ნაადრევი გაჩენისგან მზის სათვალე დაგიცავთ. გარდა ამისა, ის დაგიცავთ მტვრისა და ქარისგანაც.
2. დალიეთ სუფთა წყალი.
3. კანი დატენიანებული უნდა იყოს. უზმოზე დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი. და
არც დღის განმავლობში დაგავიწყდეთ წყლის სმა. თუ უზმოზე წყლის სმა არ გსიმოვნებთ, ლიმონის რამდენიმე წვეთი ჩაუმატეთ.
4. მიირთვით ხილი და ბოსტნეული
5. აუცილებლად მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით. სანამ კიტრს შეჭამდეთ მრგვლად მოჭრილი ნაჭერი 20 წუთით დაიდეთ თვალებზე.
6. ხშირად დაასვენეთ თვალები.
7. განსაკუთრებით, კომპიუტერთან მუშაობისას. საათში ერთხელ რამდენიმე წუთით დაისვენეთ, დახუჭეთ თვალები. შეგიძლიათ მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც გააკეთოთ.
8. ჯანსაღი ცხოვრების წესი.
9. ალკოჰოლი, სიგარეტი და კოფეინის შემცველი სასმელები კანის პირველი მტერია. აგრეთვე შეამცირეთ ფასტ-ფუდი.
ნაოჭების საწინააღმდეგო შინაურული საშუალებები
• გაამდიდრეთ რაციონი ცხიმიანი თევზით, ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტებით.
• თვალების გარშემო გაიკეთეთ ავოკადოს ნიღაბი. შეგიძლიათ წაისვათ კვერცხის ცილაც, რომელსაც 5 წუთი გაიჩერებთ და ჩამოიბანთ თბილი წყლით. წაისვით რძე, ის კანს ელასტიკურობას მატებს.
• გაიკეთეთ მსუბუქი თვითმასაჟი. თითებმა რომ მსუბუქად ისრიალონ კანზე და ეფექტიც გააუმჯობესონ, წაისვით ზეთოვანი “ე” ვიტამინი, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი (ან სამივე ერთად).
წყარო