- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, ამ წუთებისთვის, ცხრა პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.
ნანა ოდიშარია: “ამჟამად, თვითიზოლაციაში არის 9 ადამიანი, რომელსაც ვაკვირდებით. როგორც იცით, მათ შორის ერთი არის თბილისში. თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე შეინიშნება დარღვევების შემთხვევები, რაც ჩვენ ოპერატიულად ვაცნობეთ შესაბამისს სამსახურს. თუ ისინი კიდევ ერთხელ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, გადავიყვანთ საკარანტინო ზონაში. მინდა გითხრათ, რომ ყველა მათგანი ჯანმრთელია. ტემპერატურას იზომავენ. მათთან, ყველასთან, უკვე გვქონდა საოჯახო ვიზიტი”.
პ.ს. “ზუგდიდელებს” ამ ინფორმაციის მომზადებისას სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ ერთ-ერთი თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე ქალაქში გადაადგილდებოდა. ხომ არ არის საჭირო თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე დაკვირების უფრო გამკაცრება?