პრეზიდენტის ვიზიტს ზუგდიდში აპროტესტებენ


  • ამ წუთებში, სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრები არიან შეკრებილები და აპროტესტებენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამეგრელოში ვიზიტს.

“ია კერზაია შენ მოკალი. შენ ხარ მკვლელი”, “მონა ხვდება მონებს”, “ომი საქართველოს არ დაუწყია”, ამ შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ აქციის მონაწილეებს.

დღის 2 საათზე, ზუგდიდში, გუბერნიის შენობაში დაგეგმილი იყო პრეზიდენტის შეხვედრა გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის დაგვიანების გამო, შეხვედრა ჯერ დაწყებული არ არის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!