- ამ წუთებში, ზუგდიდის აფთიაქებში, სამედიცინო ნიღბებზე ისევ დეფიციატია.
“ზუგდიდელები” იმყოფებოდა აფთიაქებში: “ფარმადეპო”, “პე ეს პე”, “ავერსი”, “ჯიპისი”, და”იმპექსი”. აქ მომუშავე პერსონალებმა “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ სამედიცინო ნიღბების მარაგი მათ აფთიაქებში ამოწურულია, მაგრამ მალე მიიღებენ, ნაწილს კი ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს. ერთგან ისიც გვითხრეს, რომ მათ არამც თუ გასაყიდად, არამედ საკუთარი თავისთვისაც არ აქვთ, რომ კლიენტებს უსაფრთხოდ მოემსახურონ.