- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ სოფელ ნაწულუკუში, სოციალურად დაუცველ სუბელიანების შვიდსულიან ოჯახს ახალი სახლი გადასცეს.
მიმდინარე თვეს, სუბელიანებთან ერთად, ზუგდიდში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 26 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები გადაეცემა.
მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალი სახლების გადაცემის პროექტს აგრძელებს და ამასთან ერთად, ახალ პროექტსაც იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.