3-5 ივნისს, ქ.თელავში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი როგორც ცალკეული მედია-პროდუქტი.’’ ტრენინგის ორგანიზატორი კომპანია იყო „democracy society east’’, რომელიც უანგაროდ ეხმარება აღმოსავლელ პარტნიორ რედაქციებს. საქართველოში ტრენინგს ატარებდა ქ-ნი ალიცია მოლენდა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი გაზეთის, კვირეულ „Przelom’’-ისა და ასევე პორტალ „Przelom.pl’’-ის გამომცემელია. პროექტი დაფინანსდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის 2015 წლის დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში. ასევე დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული ფონდის „თავისუფლების“ პროგრამა RITA – ს მიერ, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.
ტრენინგი შეეხო სხვადასხვა, ადგილობრივი რედაქციისათვის მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ლოკალური საინფორმაციო პორტალის განვითარება, მისი საქმიანობა, რეკლამირება და სპეციფიკა. პოლონელ ექსპერტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა გაზეთ „ზუგდიდისა“ და პორტალ „zugdidelebi.ge’’-ს ახალგაზრდა კორესპოდენტი ლუკა კიტია, რომელმაც პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ მიღებული გამოცდილება და ცოდნა თანამშრომლებსაც გაუზიარა. საინფორმაციო პორტალი „zugdidelebi.ge’’ ტრენინგის შემდეგ კიდევ უფრო ოპერატიულად, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით განაგრძობს მუშაობას.