- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტაცია ვიდეოს ავრცელებს, სადაც ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსი ლარისა თირქია საუბრობს, ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებზე.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ირგვება ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეები: გაზანია (სხვადასხვა ფერის), ზიზილო, პეტუნია, ვიოლა, ტიტა (სხვადასხვა ფერის).