სამყარო გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება და არა იმას, რაც ჩვენ გვსურს


შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მაგრამ მაინც მიეცით ნება, შეასრულოს თავისი საქმე… ყოველ ჩვენგანს სურს, რომ ამ ცხოვრებისაგან მიიღოს რაღაც თავისი. ყველას სურს, რომ ესა თუ ის სიტუაცია გადაწყდეს მის სასარგებლოდ, ან ისე, როგორც თავად სურს. ამიტომ გვაქვს იმედი და ვლოცულობთ, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც დავგეგმეთ.
ძალიან ხშირად ის, რაც ჩვენ გვინდა და ის, რაც გვჭირდება – სხვადასხვაა. და რასაც ვნატრობთ, ის ყველაზე კარგი გვგონია, თუმცა გავა დრო და დარწმუნდებით, რომ ის, რაც სამყარომ შემოგთავაზათ, ბევრად უფრო გჭირდებოდათ, ვიდრე ის, რაც ასე ძალიან გინდოდათ.
მოტივატორი სპიკერები გვეუბნებიან, რომ უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა და განუწყვეტლივ. გავუშვათ ჩვენი ფიქრები და სურვილები კოსმოსში, რათა ისინი ახდეს და რეალურად მიზნის მიღწევაზე კარგი არაფერია. მაგრამ მერ რა ხდება? ისევ უნდა ვიგრძნოთ თავი ცუდად? კვლავ გაგვიჩნდეს დაუკმაყოფილებლობის განცდა? ისევ ახალი მიზანი დავისახოთ? რადგან ბედნიერება სულ არ აღმოჩნდება მუდმივი.
არ გიფიქრიათ, რომ ბევრად ბედნიერები ვიქნებოდით მაშინ, თუ ცოტას მოვდუნდებოდით და დაველოდებოდით შედეგს, რა მოხდება ახლა? რას გვათავაზობს სამყარო?
ისწავლეთ მადლიერების გამოხატვა. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და დააფასეთ ისიც, რაც მოვა თქვენთან, თუ სამყაროს ამის საშუალებას მისცემთ.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!