- რამდენიმე კვირის წინ, ანტარქტიდაზე, უკრაინის ვერდანსკის კვლევითი ბაზის მეცნიერები უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ — სადგურის მიდამოებში თოვლი სისხლისფრად შეიღება.
ფოტოები იმდენად შემზარავია, რომ უცბად შეიძლება იფიქროთ, თითქოს იქ პინგვინების ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. თუმცა, რეალური მიზეზი გაცილებით ნაკლებად დრამატულია, მაგრამ არც ისე კარგი რამის მომასწავებელია.
უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზღვაო ეკოლოგმა ანდრეი ზოტოვმა ფოტოები ანტარქტიკულ სადგურზე მიმდინარე კვლევისას გადაიღო. ამ დრამატულ სანახაობაში დანმაშავე წარმოუდგენლად ციცქნა არსებაა.
„ჩვენმა მეცნიერებმა მიკროსკოპული კვლევებით დაადგინეს, რომ თოვლში მიკროორგანიზმი Chlamydomonas nivalis-ი გავრცელდა“, — წერს უკრაინის ეროვნული ანტარქტიკული სამეცნიერო ცენტრი „ფეისბუკზე“.