მეცნიერებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ნეანდერტალელის პირველი ჩონჩხი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ნეანდერტალელის პირველი ჩონჩხის ფრაგმენტი იპოვეს, რომლის ძვლებიც ერთმანეთთან არის შეერთებული. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა ერაყში, ცნობილ შანიდარის გამოქვაბულში გაკეთდა.შანიდარში გათხრებს ჯერ კიდევ 1950-იან წლებში აწარმოებდნენ. მაშინ სპეციალისტებმა 10 ნეანდერტალელის ნეშტი აღმოაჩინეს. ერთ-ერთს თითებზე ყვავილების მტვრის ნაკვალევი აღმოაჩნდა, რის გამოც მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ნეანდერტალელებიდაკრძალვის რიტუალში ყვავილებს იყენებდნენ.
ახალ ჩონჩხს არქეოლოგებმა შანიდარ Z დაარქვეს. მისი ასაკი 70 ათას წელს შეადგენს. ჩონჩხი შუანის ან უფრო ასაკოვან სუბიექტს ეკუთვნის, თუმცა მეცნიერებმა მისი სქესი ჯერ არ იციან. სპეციალისტებმა გამოქვაბულში მხოლოდ ჩონჩხის ზედა ნაწილი ნახეს. მათ იმედი აქვთ, რომ მისი იდეალური მდგომარეობიდან გამომდინარე ნეანდერტალელებისდაკრძალვის რიტუალების შესახებ უფრო მეტს გაიგებენ. ახლა ძვლებს კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტები სწავლობენ.
წყარო