საფეხბურთო კლუბ ,,ზუგდიდის” ყოფილმა დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ, რომელიც თავის დროზე იძულებული გახდა დაეტოვებინა კლუბი და დღეს თემის საკრებულოში ინგირის მაჟორიტარ დეპუტატს წარმოადგენს ინგირიდან, მიმართვს საკრებულოს, შექმნას მუშა ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს საფეხბურთო კლუბ ,,ზუგდიდში” დაწყებულ კრიზისს. მალხაზ ჭეჟია მისი დირექტორობის დროს ამ კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს წინაა მოწვევის საკრებულოს და მის თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას. ,,დირექტორობის დროს ფინანსური პრობლემა მქონდა. მე ვერ ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა. როცა ხდებოდა ბიუჯეტის დამტკიცება, ყოველთვის ჩამომაჭრიდნენ რამე თანხას, ეს მიზანმიმართულად ხდებოდა, მე რომ გავეშვით“, – განაცხადა მალხაზ ჭეჟიამ. მის განცხადებას მუშა ჯგუფის შექმნაზე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის სიით გასულმა დეპუტატმა გელა თოლორაიამ – მე სიამოვნებით მოვისმენ მუშა ჯგუფის ინფორმაციას, მაგრამ მე მგონი მალხაზ ჭეჟიამ ძალიან კარგად იცის, როგორ დაიწყო კლუბის კრიზისი.