ქარვაში ნაპოვნი 100 მილიონი წლის ფუტკარი ყვავილის მტვრით დაფარული პირველი მწერია


ხოჭოს მსგავსმა მცირე ზომის პარაზიტებმა, რომლებმაც პრეისტორიული ფუტკრის ფრთები დააზიანეს, მართალია, თაფლის დამამზადებელი მწერის სიკვდილი განაპირობეს, მაგრამ ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს მეცნიერებას, რადგან ფუტკარი ქარვაში ჩავარდა და 100 მილიონი წლის მანძილზე, საუკეთესო მდგომარეობაში იქნა შემონახული.
ხოლო ქარვაში აღმოჩენილი ფუტკრის ფეხებსა და ცხვირზე არსებული ყვავილის მტვერი იმაზე მიუთითებს, რომ მწერი სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე იყო ნამყოფი ყვავილზე. გაქვავებული მდედრობითი სქესის ფუტკარი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯორჯ პოინარ ჯუნიორმა შეისწავლა და კლასიფიკაციაც მანვე მიანიჭა
შუა ცარცული პერიოდის ნამარხი ნაშთი მიანმაში იქნა აღმოჩენილი და ის წარმოადგენს ყვავილის მტვრის შემგროვებელი მწერის პირველ ნამარხ ნაშთს მსოფლიოში. მასთან ერთად აღმოჩენილი ხოჭოს მსგავსი პარაზიტებიც ისტორიაში ასევე პირველია. სწორედ მსგავსი პარაზიტები ჰყავს თანამედროვე ფუტკარსაც.
“BioOne Complete”-ში გამოქვეყნებული შედეგები ფასდაუდებელ ცნობებს იძლევა ფუტკრების წარსულზე, მათი ევოლუციის ისტორიასა და ყვავილოვანი მცენარეების განვითარების შესახებ.
ყვავილის მტვრის გადამტანი მწერები განაპირობებენ მცენარეთა ვეგეტაციას, ხოლო ფუტკარი ამ მხრივ გამორჩეული იმის გამოა, რომ ის ჯერ ერთი, ძალიან სწრაფად მრავლდება და მეორეც, ერთადერთი მწერი გახლავთ, რომელიც მხოლოდ უშუალოდ ყვავილის მტვრით და ნექტრით იკვებება.
ფუტკრების ევოლუცია მტაცებელი მწერის, აპოიდური კრაზანას სახეობიდან მოხდა ყვავილის მტვრით მკვებავ მწერად, თუმცა, უცნობია, თუ რატომ “გადაწყვიტა” თანამედროვე ფუტკრის შორეულმა წინაპარმა, მტაცებლობისთვის თავი დაენებებინა და ვეგანი გამხდარიყო.
ნაპოვნი მწერი ჰგავს როგორც თანამედროვე ფუტკარს, ასევე აპოიდურ კრაზანას და წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს ამ ორ სახეობას შორის.
ფუტკარი კიდევ იმითაც არის გამორჩეული, რომ მან 65 მილიონი წლის წინ დაასრულა საკუთარი ევოლუცია. ეს იმას ნიშნავს, რომ 65 მილიონი წლის წინ არსებული და თანამედროვე ფუტკარი ერთი და იგივე მწერია ბიოლოგიური მახასიათებლების და გენური სტრუქტურის თვალსაზრისით. ახალი აღმოჩენა კი იმით არის განსაკუთრებული, რომ ის ნათელს ჰფენს იმ პერიოდს, როცა ფუტკრების ევოლუცია ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დასრულებული.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!