- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში პროექტის “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტების” ფარგლებში ჩატარდა ნინო ქანთარიასა და გოჩა ახალაის პოეზიის საღამო.
პროექტში აქტიურად მონაწილეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის კულტურისა და განათლების ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები, მოწვეული სტუმრები და ახალგაზრდა პოეტები რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
საღამოს უძღვებოდა პოეტი შალვა ქარჩავა. საღამო მუსიკალურად გააფორმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დიტო ქარჩავამ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის კულტურისა და განათლების ცენტრის ვაჟთა ანსამბლმა(ხელმძღვანელი- ნიკოლოზ ლატარია).
პროექტი “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტების” ფარგლებში მსგავსი საღამოები გრძელდება.
როგორ მივიღო მონაწილეობა ?