ცხოვრების მჯდომარე წესი ფსიქიკასაც ვნებს


დღეს ყველამ კარგად იცის, რომ მჯდომარე ცხოვრება დიდ დარტყმას აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და რომ ჰიპო ანუ ნაკლებად აქტიური ადამიანები, რომლებიც უდიდეს დროს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ატარებენ, სხვადასხვა დაავადების რისკჯგუფში იმყოფებიან. ეს დაავადებებია: ოსტეოპოროზი, გულის პათოლოგიები, გაცხიმოვნება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
როგორც ფსიქოფიზიოლოგები ასაბუთებენ, თურმე ცხოვრების მჯდომარე წესი ფსიქიკასაც ვნებს. უფრო კონკრეტულად, ჰიპოაქტიურ პირებს განგაშისმაგვარი დარღვევები უვითარდებათ. დღეს ეს პრობლემა მსოფლიოში 27 მილიონამდე ადამიანს აწუხებს. აღნიშნული პათოლოგიის გამო ვლინდება გულისცემის აჩქარება, თავის ტკივილი და კუნთების დაძაბულობა. ცხრა უმნიშვნელოვანესი კვლევის შედეგების შეჯამების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ განგაშისმაგვარ ფსიქიკურ დარღვევებსა და ფიზიკური აქტივობის დაბალ დონეს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. მჯდომარე ცხოვრება უპირველეს ყოვლისა მეტაბოლიზმის სხვადასხვა სახის მოშლას იწვევს ორგანიზმში, ამასთან, ვითარდება ძილის დარღვევები, რაც საბოლოოდ ცუდად აისახება ფსიქიკაზე.
მეორე და არანაკლებ აქტუალური საკითხია ის, რომ ტელევიზორსა და კომპიუტერზე შეყვარებულები ნაკლებ დროს უთმობენ ახლობლებსა და მეგობრებს, შესაბამისად, ადამიანური ურთიერთობის დეფიციტის ფონზე მათ ყველაზე ხშირად აქვთ მომატებული განგაშის შეგრძნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!