რა მოვუხერხოთ ფრჩხილებს, რომელიც თხელდება და იმტვრევა, ასევე ფერი აქვს შეცვლილი და სიყვითლე დაკრავს:
თუ ფრჩხილი თხელდება და იმტვრევა, თითები 15 წუთით თბილ ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთში მოათავსეთ. ასეთ დროს საჭიროა კვების რაციონის გამდიდრება D ვიტამინით, ცილებით და კალციუმით;
თუ შრომისას ფრჩხილები გაყვითლდა, თითები 3%-იან წყალბადის ზეჟანგში ან ლიმონის წვენში შეგიძლიათ მოათავსოთ;
ფრჩხილს ამაგრებს დღეგამოშვებით ზღვის მარილის აბაზანის კეთება;
ფრჩხილები მყიფე აღარ იქნება, თუ ღამით მათზე გლიცერინს წაისვამთ;
მათ გასამაგრებლად აიღეთ თანაბარი რაოდენობით მცენარეული ზეთი და ვაშლის ძმარი, აურიეთ ერთმანეთში და გაიკეთეთ ამ ნარევის 10-წუთიანი აბაზანა;
მტვრევად ფრჩხილებზე კარგია დღეში რამდენჯერმე ლიმონის ნაჭრის წასმაც. 7-10 დღის განმავლობაში ფრჩხილი მაგრდება და ბზინვარე ხდება;
თუ ფრჩხილი გამრუდდა, აიღეთ 1 ჩაის კოვზი თხის გამდნარი, ამდენივე ბატისა და ქათმის ქონი, აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ მალამო გამრუდებულ ფრჩხილზე, შეიკარით 5-7 საათით. ეს დაარბილებს ფრჩხილს და ის ხორციდან
წყარო