- წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში.
სხვადასხვა ორგანიზაციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ზუგდიდდასუფთავებას, თიბისისა და საქართველოს ბანკებს და სხვა დაწესებულებებს ესტუმრნენ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორთან მადონა მაქაცარიასთან ერთად, საბავშვო განყოფილების მკითხველთა კლუბის წევრები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და წააკითხეს ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები ორგანიზაციების თანამშრომლებს.
ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში მკითხველები შეხვდნენ ადგილობრივ ავტორებს: ედემ კვირტიას, ნიკა ლაშხიას, მონიკა ბულიას, კონსტანტინე ჭილაიას, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება გააცნეს აუდიტორიას, ასევე, ახალგაზრდა მკითხველებმა და ბიბლიოთეკარებმა წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან.