ევროპაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა


  • ახლადაღმოჩენილი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთში 41-მდე გაიზარდა.

BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს უჭირთ დაავადების გავრცელების შეკავება გამომდინარე იქიდან, რომ მილიონობით ადამიანი მოგზაურობს ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. არაერთი საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

ჩინეთში კორონავირუსის 1 200 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსი გავრცელდა ევროპაშიც – სამი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთში. გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა ავსტრალიაშიც.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 + 16 =

Akismet ანტისპამი