- შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.
ტრადიციული მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და ანსამბლ “ცისკარის” აღსაზრდელებმა, მიიღეს.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა, მათ მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და დღესასწაული მიულოცეს.
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.
საშობაო ალილოზე შეგროვილი საჩუქრები გადაეცემათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.