- დღეს, საქართველოს უნივერსიტეტმა, ზუგდიდში მდებარე სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გახსნა.
ბიბლიოთეკაში, წარმოდგენილი იქნება პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
ღინისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელი ბიბილაშვილი და საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მენეჯერი მაია ღუბელაძე.
ნათია კალაძე: “პირველი ჩვენი ბიბლიოთეკა გავხსენით ზუგდიდში. ამიერიდან, ყველა წარმომადგენლობაში გავხსნით ბიბლიოთეკას, სადაც ადამიანებს ექნებათ განათლების მიღების შესაძლებლობა, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლებული ადამიანი არის ძლიერი ქვეყანა. ძლიერი ქვეყანა კი ნიშნავს, წარმატებულ ადამიანებს ამ ქვეყანაში”.
ღონისძიებაზე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ, წარმატებული თანამშრომლობისთვის სხვადასხვა ორგანიზაცია დააჯილდოვა.