,,ძირს იარაღი” ზუგდიდში


  • 10 დეკემბერი ნობელის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გამომცემლობა “არტანუჯმა” და საინიციატივო ჯგუფმა “ნდობა მშვიდობისთვის”, მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში, ბერტა ფონ ზუტნერის “ძირს იარაღი” – ქართული გამოცემის წარდგენა გამართა.

გამომცემლობა “არტანუჯის” მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ წიგნი არის მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი. “საინტერესოა, როგორც იდეის, ასევე მხატვრულობის თვალსაზრისით. ეს წიგნი გახლავთ ერთგვარი მანიფესტი”.

საინიციატივო ჯგუფის “ნდობა მშვიდობისათვის” წარმომადგენელმა სალომე ადამიამ განმარტა, რომ წიგნი ქართულენოვანი მკითხველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. “რომანი არ კარგავს აქტულურობას იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიოში ომი მძვინვარებს. ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის განსაკუთრებით ახლობელია ის სატკივარი და პრობლემები, რაც ახლავს კონფლიქტურ სიტუაციებს”.

„ძირს იარაღი” ცნობილი ავსტრიელი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, მწერლის, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ბერტა ფონ ზუტნერის ბესტსელერად ქცეული რომანია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!