ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის “ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 36 წლამდე სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

შეხვედრას განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი ნინო გვაგვალია და საკრებულოს წევრი სანდრო სორდია უძღვებოდნენ.

პროექტი “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში” ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!