– კამეჩები დალტონიკები არიან.
– როდესაც ზვიგენი მსხვერპლს იჭერს, ის თვალებს ხუჭავს, რათა ნადავლმა მას თვალები არ დაუზიანოს.
– ზღარბის ეკლები წარმოადგენენ მოდიფიცირებულ ბეწვს, რომელიც სიგრძეში 3 სმ-ია. მოზრდილ ზღარბს, საშუალოდ 5000 — 7000 ეკალი გააჩნია.
– პოლარულ დათვებს შეუძლიათ ერთ ჯერზე 25 კგ. ხორცის შეჭმა.
– ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია.
– წყალში ღრმად ჩაყვინთვის მიზნით ნიანგები ქვებს ყლაპავენ.
– კოალას დღე ღამეში 18-22 საათი სძინავს.
– მხოლოდ მამრი ციცინათელები დაფრინავენ; მდედრებს ფრენა არ შეუძლიათ.
– რაც უფრო პატარა ზომისაა მორიელი მით უფრო ძლიერ შხამიანია.
– ვეფხვს წინა თათებზე ხუთი თითი აქვს, ხოლო უკანა თათებზე ოთხი. მისი თითები დაახლოებით 8-10 სმ-მდე იზრდება.
– მამრი მაიმუნები მელოტდებიან, ისე როგორც მამაკაცები.
– ბეჰემოტი ყველაზე მძიმე არსებაა სპილოს შემდეგ, მისი წონა 4 ტონამდეც შეიძლება იყოს.
– ღამურამ, რომ მოუსმინოს საკუთარ ხმას, რომელსაც ფრენისას გამოსცემს, ის აუცილებლად დაყრუვდება.
– ჰიპოპოტამის რძე ვარდისფერია.
– ფუტკრებს არასდროს არ სძინავთ.
– ყველაზე დიდი ამერიკული ალიგატორის სიგრძე შეიძლება იყოს 6 მეტრი-მასზე თავისუფლად მოთავსდება 3 ადამიანი სიგრძეზე.
– დედალ მტრედს არ შეუძლია კვერცხის დადება მარტოობაში, ის აუცილებლად უნდა ხედავდეს მამალს.
– კუები უკანალიდან სუნთქავენ.
– კატები თავიანთ ნდობას უჩვენებენ ადამიანს შუბლის შეხებით. ამით ისინი მას აგებინებენ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან.
– ჟირაფებს აბსოლუტურად შავი ენები აქვთ, რომელთა სიგრძე 45 სმ.-მდეა.
– გველებს შეუძლიათ 2 წელი გადაბმულად იძინონ საკვების მიღების გარეშე.
– კუზის მიუხედავად აქლემს სწორი ხერხემალი აქვს.
– ორანგუტანგები გაბრაზების შესახებ ხმამაღალი ბოყინით აფრთხილებენ.
– ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9- ჯერ სცემს.
– ვეფხვებს ზოლიანი არა მარტო ბეწვი აქვთ, არამედ_კანიც.
– მიუხედავად იმისა, რომ ჟირაფის კისერი 2 მეტრია, ისიც იმდენივე ძვალს შეიცავს რამდენსაც თაგვი, ანუ შვიდს.
– ცისფერი ვეშაპი 30 სპილოს წონაა და სიგრძით სამი დიდი ავტობუსის ხელაა.
– პინგვინებს, შეუძლიათ ახტნენ 180 სანტიმეტრ სიმაღლეზე.
– სირაქლემას და კენგურუს არ შეუძლიათ უკან სიარული.
– პეპლები საჭმელს უსინჯავენ გემოს ფეხებით, ანუ როდესაც მასზე დგანან.
– საფრთხის დროს მახრჩობელა გველი თავს სხეულში მალავს და კუდს აჩენს. თავდამსხმელს კუდი თავი ჰგონია.
– არჩვი მთის თხების ერთ–ერთი სახეობაა. ის ძალიან სწრაფი ცხოველია. 15 წუთში კლდეზე დაახლოებით 915 მეტრის გავლა შეუძლია.
– ჩინეთში პანდის მოკვლა სიკვდილით ისჯება.
– როცა პინგვინი მეორე პინგვინს კენჭს ჩუქნის, „ხელს სთხოვს».
– აფთრის ყბები იმდენად ძლიერია, რომ 80კგ სიმძიმეს უძლებს.
– სპილოები არიან ერთადერთი ცხოველები, რომლებსაც არ შეუძლიათ ახტომა.
– კატას აქვს 32 კუნთი თითო ყურში.
– ქათამი საშუალოდ წელიწადში 190 კვერცხს დებს.
– მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველის, კალიბრის დაახლოებით 321 სახეობა არსებობს.
– კოდალას შეუძლია ხეზე კაკუნი 20-ჯერ 1 წამში.
– კენგურუს წინაპრები ცხოვრობდნენ ხეებზე. ახლაც შემორჩენილია ხის კენგურუების 8 სახეობა.
წყარო