- ამ წუთებში,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” მხრდამჭერები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს შესასვლელთან არიან შეკრებილი. ისინი აპირებენ, სიმბოლურად, ბოქლომი დაადონ მაჟორიტარის ოფისს.
ოპოზიციური პარტიის წევრები საყვირის ხმით მოუწოდებენ საზოგადოებას, შეუერთდნენ მათ და მონაწილეობა მიიღონ აქციაში. ჯერჯერობით, აქციის მონაწილეები ვერ ახერხებენ ჩანაფიქრის განხორციელებას. ადგილი აქვს შეკრებილთა დაპირისპირებას. ოფისში, მაჟორიტარის ბიუროს გარდა, არის განთავსებული სხვა ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები არ აძლევენ უფლებას ოპოზიციურ პარტიას შენობის შესავლელ კარს დაადონ ბოქლომი.
აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ. ისინი აპროტესტებენ 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ზუგდიდელმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი