,,ის, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ, არაკონსტიტუციურია”


  • ,,ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში”,- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას თანამოქალაქეების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა, ის რასაც ადგილი ჰქონდა, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, არაკონსტიტუციურია.

„რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის და შეკრების უფლება, ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც.

სამწუხაროა ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა და ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ, კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ფარგლებს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!