- სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციამ DMO სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მედიატური “აღმოაჩინე მეტი სამეგრელოში” ჩაატარა.
მედიატური მოიცავდა: კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის მონაკვეთს, სოფელ სუჯუნის ისტორიულ კულტურულ კომპლექსს (აკაკი ხოშტარიას სახლი, წმინდა გიორგის ეკლესია, ებრაელთა სინაგოგა და სასაფლაო, ხელოვნური არხი), “კოლხური ოდები” სოფელ ონტოფოში, თარგამეულის ღვინის მარანი, ჩაის საწარმო სოფ. დიდ ჭყონში.
მედიატურის ბოლო გაჩერება იყო მარტვილში,–ხაჭაპურის ფესტივალში საუკეთესო მეგრული ხაჭაპურის ნომინაციაში გამარჯვებულ რესტორანში “სანაპირო”.
მედიატურის მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპულარიზაცია.