სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია ჩინელ ინვესტორებს შეხვდა. გუბერნატორმა კერძო ინვესტორებს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოში არსებულ თავისუფალ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა. ჩინელი ინვესტორები განსაკუთრებით ტურიზმის სფეროთი დაინტერესდნენ და განაცხადეს, რომ ინვესტიციების ჩადებას სასტუმროებსა და ტურისტული მომსახურეობის სფეროში გეგმავენ. გუბერნატორმა ჩინელ ბიზნესმენებს ანაკლია-განმუხურის ტერიტორია დაათვალიერებინა. მოგვიანებით კი, ინვესტორებმა ცაიშის სანატორიუმის ტერიტორია მოინახულეს. მათთი განსაკუთრებული დაინეტრესება თერმულმა წყლებმა გამოიწვია.